среда, 31 января 2024 г.

აბაშის შესახებ


აბაშის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. იგი უძველესი ისტორიითა და ბუნების სილამაზით გამოირჩევა. აბაშაში ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება, აქ გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. რაიონის ტერიტორია შუა საუკუნეებში ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში შედიოდა. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, გარკვეული ტერიტორია კი საჭილაოს ეკუთვნოდა. 1613 წლიდან საჭილაოს სამეგრელოსა და იმერეთს შორის სადავო სოფლები სამეგრელოს სამთავროს მიუერთდა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო შუა საუკუნეების კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, რაც კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს. აბაშა დღესდღეობით განვითარებული რაიონია, აქ ფუნქციონირებს თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მისდევენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები და ლამაზი ბუნება მუნიციპალიტეტის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. წყარო: georgiantravelguide.com

აბაშას გაუმარჯოს!
აბაშელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий