აბაშის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს, კოლხეთის დაბლობზე. იგი ზღვის დონიდან 20-50 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აბაშა. რაიონს ჩრდილოეთიდან მარტვილის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამტრედია და ხონი, სამხრეთით – სამტრედია და ლანჩხუთი, დასავლეთით კი – სენაკი. აბაშა 16 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, ესენია: ქალაქი აბაშა, გეზათი, ზანათი, კეთილარი, მარანი, ნაესაკოვო, ნორიო, ონტოფო, პირველი მაისი, სამიქაო, სეფიეთი, სუჯუნა, ტყვირი, ქოლობარი, ძველი აბაშა და წყემი. რაიონის ტერიტორიაზე ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელია, აქ მოედინება მდინარეები: რიონი, ცხენისწყალი და აბაშა, ასევე მცირე მდინარეები: ნოღელა, კოვზა და ზანა. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი სოფელ სეფიეთის მიდამოებში მდებარეობს. აბაშაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეული საფარი, აქ გვხვდება: მურყანი, ჭალის მუხა, წიფელი, თელა, თუთა, პანტა და სხვა. რაიონი ფაუნის მრავალფეროვნებით ხასიათდება, გავრცელებულია: მელა, მაჩვი, წავი, ტურა, კურდღელი და ა.შ, მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული და სხვა.
აბაშის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4.9 °C, ივლისისა კი – 22.9 °C. წყარო: georgiantravelguide.com
აბაშას გაუმარჯოს!
აბაშელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий