среда, 31 января 2024 г.

ამბროლაურის გეოგრაფია და კლიმატი




ამბროლაურის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს ვანეთის მხარეში, კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით კი გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ამბროლაურს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ დასავლეთიდან – წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთიდან – ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ- აღმოსავლეთიდან – ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. ამბროლაური დაყოფილია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: ქალაქი ამბროლაური, ბუგეული, ველევი, ზნაკვა, იწა, ლიხეთი, ნამანევინიკორწმინდასადმელი, სხვავა, ღადიში, ცახი, წესი, ჭელიაღელეჭრებალო, ჭყვიში, ხვანჭკარა, ხიდიკარი, ხოტევი. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატი გარდამავალია ზომიერსა და ნოტიო სუბტროპიკულს შორის. რაიონის დაბალმთიანეთში ზომიერად ცივ ზამთრიანი და შედარებით ცხელ ზაფხულიანი ჰავის ტიპია გაბატონებული, მაღალმთიანი ზონისათვის კი უხვთოვლიანი მთის ნოტიოჰავაა დამახასიათებელი. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა 1.5-4 0 C, ივლისისა კი 18-240 C-ის ფარგლებში მერყეობს. წყარო: georgiantravelguide.com

ამბროლაურს გაუმარჯს!

ამბროლაურელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий