среда, 31 января 2024 г.

ახალქალაქში ტურიზმი პერსპექტიულია


 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვულკანური მთები, ვრცელი ხედები და ლურჯი ტბები წლის ყველა სეზონზე უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დიდი პოპულარობით სარგებლობს ლევანისა და კარწახის ტბები და დიდი აბულის მწვერვალი.

დიდი აბული აბულ-სამსარის ქედის უმაღლესი მწვერვალია და აქედან ჯავახეთის გაშლილი სივრცეებითა და აფერადებული მთების პანორამებით ტკბობას შეძლებთ. ახალქალაქში მრავალი საინტერესო კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. აქ ბევრ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიმუშს ნახავთ უძველესი ნამოსახლარებით დაწყებული, შუასაუკუნეების ტაძრებით ჩათვლით.
მეგალითები, ციხე-სიმაგრეები და უძველესი ტაძრები საქართველოს კულტურულ-ისტორიულ წარსულს გადაგიშლიან თვალწინ. აღსანიშნავია კუმურდოს ეკლესია, ბარალეთის ეკლესია, ღრტილას ეკლესია, აბულის ეკლესია, ბავრას ეკლესია, ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი, მურჯახეთის მენჰირი და სხვა. ახალქალაქში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპონატები, ეროვნული სამოსი, ძველი ხელნაწერები, სურათები, ნუმიზმატიკა, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა. წყარო: georgiantravelguide.com

ახალქალაქს გაუმარჯოს!
ახალქალაქელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий