ცხვარიჭამია — სოფელი საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა). მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზამი – ს ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ – კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მდიდარია მცენარეული საფარით.
Комментариев нет:
Отправить комментарий