среда, 10 января 2024 г.

ვის აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება

✱ ვის აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება

✱ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება
✱ უპირატესობა მიწის შესყიდვისას

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკიდან და მიწის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის უპირატესი შესყიდვის უფლება მესაკუთრის მიერ ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში. ამ უფლების გამოყენება შესაძლებელიასაქართველოს მთავრობის მიერ წინასწარ მოწონებული გეგმის საფუძველზე. იგი უნდა ემსახურებოდეს მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციას.

  2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს უფლებას, შეიძინოს მიწის ნაკვეთი მესაკუთრისგან იმავე ფასითა და პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე ამ ქონების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს, თუ აღნიშნული ფასი არ აღემატება ქონების საბაზრო ღირებულებას.

  3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლების მიმართ გამოიყენება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0

მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/

#ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #მიწისნაკვეთისსახელმწიფოსუპირატესიშესყიდვისუფლება


Комментариев нет:

Отправить комментарий