среда, 10 января 2024 г.

მიწის კატეგორიის ცვლილება

✱ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება

✱ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები
✱ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება
✱ მიწის კატეგორიის ცვლილება
✱ მიწის კატეგორიები
✱ მიწის რა კატეგორიები არსებობს

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია:

ა) საძოვარი;

ბ) სათიბი;

გ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული);

დ) საკარმიდამო.

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია შემდეგი წესით:

ა) საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;

ბ) სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;

გ) სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების გარეშე მისი უფრო მაღალი ინტენსივობის კატეგორიისათვის გათვალისწინებული დანიშნულებით სისტემატურად გამოყენება დაუშვებელია.

  2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

  3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0

მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/

ჰეშტეგები: #ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #მიწის ნაკვეთის კატეგორიები #საძოვრისმიწა #სათიბისმიწა #სახნავისმიწა #საკარმიდამოსმიწა

Комментариев нет:

Отправить комментарий