თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თერჯოლა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – ტყიბული, ჩრდილო-აღმოსავლეთით – ჭიათურა, სამხრეთით კი – ბაღდათი. თერჯოლა მდინარეთა ხშირი ქსელით ხასიათდება. მთავარი მდინარეა ყვირილა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მიედინება მდინარეები: ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვა. რაიონი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეული საფარი. ტყეებში გავრცელებულია: მუხა, წიფელი, ცაცხვი, კავკასიური ძელქვა, ბზა, ტირიფი, მურყვანი, უთხოვარი და ა.შ. თერჯოლის ჯერ კიდევ ხელუხლებელ ტყის მასივებში ბინადრობენ: მგელი, კავკასიური კვერნა, მაჩვი, ტურა, მგელი, კურდღელი, წავი და მრავალი სხვა. არგვეთის ქედის კალთების უტყეო და დაუმუშავებული ადგილები მდელოებს უჭირავს, რომლებსაც სათიბებად და საძოვრებად იყენებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის დაბალმთიან და საშუალომთიან ადგილებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, კლიმატი მაინც ნოტიოა. რაიონისთვის დამახასიათებელია ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9˚ C – დან 14,1˚ C – მდე მერყეობს.
წყარო: georgiantravelguide.com
თერჯოლას გაუმარჯოს!
თერჯოლელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий