пятница, 22 марта 2024 г.

რა ვნახოთ თერჯოლაში


თერჯოლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნეითა და საინტერესო კულტურული ძეგლების სიმრავლით. ტყეები, ულამაზესი ჩანჩქერები და საოცარი, ჯადოსნური კარსტული მღვიმეები უამრავ ბუნების მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებით პოპულარულია: ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი, ნავენახევის მღვიმე, მუჯირეთის მღვიმე, გოგნის ტბა და ა.შ. 4 მეტრის სიმაღლის ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი საოცარი სანახაობაა, იგი იმითაც გამოირჩევა, რომ ჩანჩქერთან ახლოს დინოზავრის ნაკვალევია შემონახული. ხეებში ჩაფლული გოგნის ტბა კი შესანიშნავია პიკნიკისთვის და ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად. თერჯოლაში მდებარე მღვიმეები კი ულამაზესი დარბაზებით, სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების ზღაპრული წყებებით პრეისტორიულ სამყაროში გამოგზაურებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მრავლად გვხვდება კულტურული ძეგლები. აქ ნახავთ როგორც ქვის ხანის ადამიანის ნამოსახლარ გამოქვაბულებს, ასევე შუასაუკუნეების ტაძრებსა და ციხესიმაგრეებს. აღსანიშნავია საგვარჯილეს გამოქვაბული, სოფელ ძევრში მდებარე კლდეში ნაკვეთი სახიზარი, მაჩიტაურის ციხე, გოდოგანის თაღოვანი ხიდი, ჩხარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია, სკანდეს ციხე, თუზის სამების ეკლესია და სხვა. თერჯოლაში ასევე შეგიძლიათ დავით კლდიაშვილისა და შალვა ამირანაშვილის სახლ-მუზეუმების მონახულება. რაიონში მდებარე კურორტ ქვედა სიმონეთში კი სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ. იგი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია.

წყარო: georgiantravelguide.com

თერჯოლას გაუმარჯოს!
თერჯოლელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий