воскресенье, 31 марта 2024 г.

ხობის მუნიციპალიტეტი


ხობის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

გეოგრაფია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ²-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14 °C-ია.

მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22 % უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.

ხობს გაუმარჯოს!
ხობელებს სალამი!

.

.

Комментариев нет:

Отправить комментарий