воскресенье, 31 марта 2024 г.

ხონის გეოგრაფია

ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მდინარეებს – გუბისწყალსა და ცხენისწყალს შორის. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხონი. რაიონს დასავლეთიდან მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით – სამტრედია, აღმოსავლეთით – წყალტუბო, ჩრდილოეთით კი – ცაგერის მუნიციპალიტეტი.

ხონის მუნიციპალიტეტი 1 ქალაქს, 9 თემსა და 2 სოფელს მოიცავს. რაიონის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და გუბისწყალი. მუნიციპალიტეტი ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება, აქ მრავალი პატარა მდინარე და წყაროა. ხონის ყველაზე დაბალი ადგილი სოფელი ქუტირია (ზღვის დონიდან 62 მ), ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი (2436.7 მ). მუნიციპალიტეტში სამი რელიეფური ზონა გამოიყოფა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები. რაიონი მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით ხასიათდება.

აქ გვხვდება: მუხა, ცაცხვი, ბზა, წაბლი, წიფელი, ლეკა, თხმელა, კაკალი, ნაძვი, ფიჭვი, აკაცია, ტირიფი და სხვა. ხონის ტყეებში ბინადრობენ: კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა, მელა, დათვი და ა.შ.

ხონის მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავის ზონაშია. დაბლობში საშუალო წლიური ტემპერატურა +14.3°-ა, იანვრისა – +5°, აგვისტოსი კი – +23.4°. მთის ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურაა +12°, იანვრისა -3°, აგვისტოსი – +21°.

წყარო: georgiantravelguide.com

ხონს გაუმარჯოს!
ხონელებს სალამი!

.

.

Комментариев нет:

Отправить комментарий