суббота, 23 марта 2024 г.

ლანჩხუთის შესახებ


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიისმხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული.

ბრინჯაოს ხანიდან აქ უკვე ქალაქური ცხოვრება იყო განვითარებული, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ლანჩხუთის ეტიმოლოგიასთან დაგავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.

სიმონ ჯანაშიას თეორიის მიხედვით ეს სახელი მეგრულ-ჭანურ სიტყვას, ჩხუ-ს უკავშირდება, რაც ძროხას ნიშნავს, თავად ლანჩხუთს კი – საძროხეს. სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, მისი აზრით ტოპონიმის ძირს წარმოადგენს „ჩქუ“ და არა „ჩხუ“ და ლანჩხუთს სამზერის, გადასახედის მნიშვნელობა აქვს. 1916 წლისთვის რაიონში უკვე ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა და ბიბლიოთეკა. 1930 წელს ლანჩხუთი რაიონული ცენტრი გახდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში არის ჯანდაცვის დაწესებულებები , სამი საჯარო სკოლა, სამრევლო სკოლა, კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი.

ასევე გამოდის სამი რაიონული გაზეთი: “ლაჩხუთი +”, „ლანჩხუთის მოამბე“ და ” ჰო და არა”. ლანჩხუთში განვითარებულია სოფლის მეურნეობა (მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მეთხილეობა), ზღვისპირეთში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში დიდი როლი აქვს ბაქო-სუფსის ნავთობსადენსა და სუფსის ტერმინალს.

ლანჩხუთი ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (ტორფი, მაგნეტიტი, კირქვა, თიხნარი, მინერალური წყალი). რაიონი ლამაზი ბუნებითა და უძველესი კულტურის ძეგლებით გამოირჩევა. ულამაზესი კოლხეთის ეროვნულიპარკი, მწვანეში ჩაფლული ჯაპანის ტბა, პალიასტომი, შუასაუკუნოვანი ძეგლები და მოლივლივე ლურჯი ზღვა ქვიშიანი სანაპიროებით უამრავ ტურისტს იზიდავს.

წყარო: georgiantravelguide.com

ლანჩხუთს გაუმარჯოს!
ლანჩხუთელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий