пятница, 29 декабря 2023 г.

ტორფი, ტორფის კომპოსტები და მათი დამზადება


ტორფის კომპოსტები

ტორფის დაკომპოსტების მიზანია მასში არსებული საკვები ელემენტების მცენარისათვის შესათვისებელ ფორმასი გადაყვანა და საკვები ელემენტების დანაკარგების თავიდან აცილება.

ტორფ-ნაკელის კომპოსტი

ტორფ-ნაკელის კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება ყველა სახის ტორფი. მასში ნაკელსა და ტორფს შორის შეფარდება არის 1:3. დასაკომპოსტებელ მოედანზე პირველად აწყობენ 50 სმ სიმაღლისა და 4-5 მ სიგანის ტორფის ფენას და იმისათვის რომ დამატებულმა წუნწუხმა არ გაჟონოს ზემოდან ამატებენ ნაკელის ფენას და ასე შემდეგ აწყობენ ტორფისა და ნაკელის ფენებს 1,5 -2 მ სიმაღლემდე.

სიგრძე შეიძლება ნებისმიერი იყოს. კომპოსტი მზად არის 2-3 თვეში, მაშინ როცა მასში არსებული ნამჯა მიიღებს მუქ მურა შეფერილობას და მასა ფხვიერი გახდება.

ტორფ-წუნწუხის კომპოსტი

ტორფ-წუნწუხის კომპოსტი მზადდება სანაკელეში. ამისათვის აწყობენ ტორფის 50 სმ ფენებს და თანდათან ასველებენ წუნწუხით. შტაბელის მთლიანმა სიმაღლემ უნდა შეადგინოს 1,5-2,0 მ, სიგანემ 4 მ. სიგრძე ნებისმიერია. ყოველ ტონა ტორფზე ემატება 0,1-1,0 ტ წუნწუხი. კომპოსტი მწიფდება 2-3 თვეში.

ტორფ-ფეკალის კომპოსტი

ტორფ-ფეკალის კომპოსტი ერთ-ერთი საუკეთესო ორგანული სასუქია, მას ამზადებენ ბეტონის ძირიან მოედანზე. ამისათვის ჯერ შლიან ტორფის 1,5-2,0 მ სიმაღლისა და 4 მ სიგანის ფენას, სიგრძე ნებისმიერია. შუაში უკეთებენ ჩაღრმავებას და შიგ სპეციალური მანქანით ასხამენ ფეკალის მასას და ზემოდან ფარავენ ტორფით.

ყოველ ტონა ტორფზე იღებენ 0,5 ტ ფეკალურ მასას. ერთი თვის შემდეგ კარგად აურევენ ბულდოზერით. კომპოსტი მზად არის 2-3 თვეში.

ტორფ-კირის კომპოსტი

ტორფ-კირის კომპოსტი. ეს კომპოსტი მზადდება მჟავე ტორფებისაგან, რომელსაც ემეტება კირი 0,8 ჰიდროლიზური მჟავიანობის ექვივალენტური რაოდენობით. მიახლოებით 20 ტ ტორფზე ამატებენ 0,5-1,0 ტ კირს. კომპოსტი მზადაა 3-4 თვეში.

ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის კომპოსტი

ტორფ-ფოსფორიტის ფქვილის კომპოსტი. ამ კომპოსტის მომზადების მიზანია ფოსფორიტის ფქვილის ხსნადობის გადიდება და ტორფის მჟავიანობის შემცირება.

მის მოსამზადებლად ტორფს შლიან 25-30 სმ სიმაღლის და 4-5 მ სიგანის ფენად და ყოველ ტონა ტორფზე უმატებენ 1-30 კგ ფოსფორიტის ფქვილს, კარგად აურევენ და ტკეპნიან. შემდეგ ამავე წესით ამზადებენ მეორე ფენას და ა.შ სანამ გროვის სიმაღლე არ მიაღწევს 1,5-2,0 მ. დაკომპოსტების დაჩქარებისათვის უმატებენ წუნწუხს. კომპოსტი მწიფდება 4-6 თვეში.

ავტორი: ა. თხელიძე /აგროქიმია/

წყარო: https://agrokavkaz.ge/fermerta-skola/torphi-torphis-kompostebi-da-mathi-damzadeba.html

Комментариев нет:

Отправить комментарий